გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება

9-08-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.


„დაახლოებით ერთ თვეში, ვაშლის მოსავლის აღება დაიწყება; გადამმუშავებელი საწარმოები მზადყოფნაშიარიან; ყველა საწარმო გამართულია; წელს ვაშლის მოსავალი მცირეა. ვფიქრობთ, იმ სქემით, რომლითაც არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება მოხდება, კმაყოფილი იქნებიან როგორც ფერმერები, ისე გადამმუშავებელი სექტორი”, -აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.


შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, ვალერიან მჭედლიძის განცხადებით, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი აქტიურად ემზადება ვაშლის მოსავლის აღებისთვის.


არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება, რომლის მიზანია, დაუბინავებელი არ დარჩეს პროდუქტი და ფერმერებმა შემოსავალი მიიღონ.