გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონში covid 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის მხარდამჭერი შტაბის შეხვედრა გაიმართა

10-08-2021

ონის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის ( covid 19 )-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის მხარდამჭერი შტაბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენციის გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების განხილვას, რომლის სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, გუშინ, 9 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, და გულისხმობს ქვეყანაში ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებას.


სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაქცინირებული და ვაქცინაციის მსურველი მოქალაქეების აღრიცხვის საკითხი, ისაუბრეს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" მოძრავი ბრიგადების ტრანსპორტირების შესახებ სოფლებში.


ონის მუნიციპალიტეტის მერის დავით ჩიკვაიძის გადაწყვეტილებით:


• შტაბმა ყოველდღიურად მიიღოს ინფორმაცია ჯავშნების და ვაქცინირებული პირების შესახებ. გაეწიოს აგიტაცია ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ და შეასრულოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დავალებები.


• შტაბმა მერის წარმომადგენლებისგან სისტემატურად მიიღოს ვაქცინაციის მსურველთა შესახებ ინფორმაცია, რომელთაც ადგილზე ჩაუტარდებათ ვაქცინაცია," რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის „ მოძრავი ბრიგადების მიერ, ხოლო მუნიციპალიტეტის მერიამ თავის მხრივ უზრუნველყოს მოძრავი ბრიგადების ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტის სოფლებში.


• მოხდეს სოფლის წარმომადგენლების ჩართულობით ყველა სოფელში მოსახლეობის განწყობის კვლევა( როგორია მოსახლეობის მზაობა ვაქცინაციის მიმართ/ სავარუდოდ რამდენ ადამიანს სურს ვაქცინაცია)


• ვაქცინაციის პერიოდში „ვაქცინაციის შტაბმა უზრუნველყოს სოფლებში პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი.


• ვაქცინაციის შტაბმა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის დონეზე ვაქცინაციის ჩასატარებლად ამბულატორიების რაოდენობის განსაზღვრა და მზაობა.


შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.