გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დედოფლისწყაროში მესაქონლეობის ახალი ფერმა გაიხსნა

11-08-2021

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად, ახალგაზრდა ფერმერმა,ზურაბ მასურაშვილმა 2,5 მლნ ლარი თანხის ინვესტიცია განახორციელა, აქედან 1,5 მლნ ლარი სახელმწიფოს მხარდაჭერა, შეღავათიანი აგროკრედიტია.


ფერმაში, ყოველდღიურად, 4 ტონა ნედლი რძე იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება; მეურნეობაში 10 ადგილობრივია დასაქმებული.


ახალი ფერმის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.


„საქართველოში მეცხოველეობის დარგი წარმატებით ვითარდება, რაშიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წვლილი.დედოფლისწყაროში ამოქმედებული ახალი, თანამედროვე სტანდარტების ფერმა არის არა მარტო ამ ახალგაზრდა ფერმერის წარმატება, არამედ იმის ნათელი დადასტურება, რომ ქვეყანაში ფერმერული მეურნეობები და მესაქონლეობის დარგი ვითარდება. ასეთი წარმატებული ფერმა ასაქმებს ათეულობით ფერმერს და ქმნის წარმატების მოდელს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.