გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ილიასეული სასამართლოს შენობის გადასარჩენად - პეტიციაზე ხელმოწერით გადაარჩინე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი!

12-04-2018

დუშეთში მდებარე ისტორიული შენობა, რომელშიც ერთ დროს ილია ჭავჭავაძე მოღვაწეობდა განადგურების პირასაა.

პეტიცია

ილია 1864-1873 წლებში სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარა და დუშეთის მაზრაში ჯერ მომრიგებელ შუამავლად, შემდგომ კი დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ გაუმწესებიათ. შენობას, სადაც ილია სამართალს განსჯიდა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის ბრძანება #03/224-ის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

ეს შენობა წლებია მიტოვებულია, დღეს კი ფიზიკური განადგურების წინაშეა. მას ისტორიულ-მემორიალური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ილია ჭავჭავაძის სახელთან დაკავშირებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ქალაქ დუშეთის კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში უდიდესი როლის შესრულებაც შეუძლია. 

მიუხედავად იმისა, რომ შენობა კერძო საკუთრებაშია, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო უფლებამოსილია თავად მოახდინოს ძეგლის რეაბილიტაცია როდესაც ძეგლის მდგომარეობა გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს თუ კერძო მესაკუთრე აღნიშნულს ვერ უზრუნველყოფს.
"ვითხოვთ, საქართველოს მთავრობის მიერ დაუყოვნებლივ გამოძებნილი იქნას ფინანსური რესურსი ილიასეული სასამართლო შენობის გადასარჩენად!"- ამ შინაარსის პეტიცია საზოგადოების წარმომადგენლებმა შეადგინეს, ახლა მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აქტიურობა - დავუჭიროთ მხარი მოთხოვნას და ვაიძულოთ ხელისუფლება მომავალ თაობებს შემოუნახოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

"კვირის პალიტრა"