შაბათი, მაისი 24, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ნუნუ მიცკევიჩი მასობრივი ვაქცინაციის პროცესს შეუერთდა

14-08-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ფაიზერის ვაქცინით აიცრა.


მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა, ამისათვის კი ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება. ნუნუ მიცკევიჩმა მოუწოდა პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ჩაერთონ მასობრივი ვაქცინაციის პროცესშიპანდემიის დასამარცხებლად.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაცაცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი სასურველი ვაქცინით.