14-08-2021
,,ჩვენი ერთად დგომით, დაუღალავი შრომით და ყოველდღიური კომუნიკაციით შევძელით ის, რომ დედოფლისწყარო დღეს გაცილებით უფრო წარმატებული, ლამაზი და განვითარებულია, ვიდრე შვიდი წლის წინ იყო’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა წარდგენაზე განაცხადა.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ,,ქართულმა ოცნებამ’’ მესამედ გამოუცხადა ნდობა, რაც მისთვის პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა.
„ქართულმა ოცნებამ“ უკვე მესამედ გამომიცხადა ნდობა და 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზეც მერობის კანდიდატად წარმადგინა. ეს ჩემთვის უდიდესი პატივი და ამასთანავე, უდიდესი პასუხისმგებლობაა. დედოფლისწყაროში, სრული უგზოობა იყო, დღეს, გვაქვს უსაფრთხო და მაღალი ხარისხის გზები. პრემიერის დამსახურებით, დღეს, დედოფლისწყაროში არის ევროპული სტანდარტის თანამედროვე საავადმყოფო. მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილში არასდროს იყო ბუნებრივი აირი და მოსახლეობის 49 პროცენტზე მეტი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. დღეს მთელი დედოფლისწყარო გაზიფიცირებულია და ეს აღარავის უკვირს. ჩვენი შვილები დადიოდნენ უფანჯრო ბაღებში, ზოგიერთ შენობაში საერთოდ ელექტროენერგია არ იყო. დღეს, დედოფლისწყაროს ბაღები ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენი მხარდაჭერით და ჩვენი მონდომებით მიმდინარე წელს სამ ახალ საბავშო ბაღში შევლენ ჩვენი შვილები, სოფელ ხორნაბუჯში, სოფელ არხილოსკალოში და სოფელ საბათლოში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საბათლოში ბაღი არასდროს ყოფილა. ასევე, ავაშენეთ ახალი, შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული სკოლები. რამდენიმე წუთის წინ, პრემიერმა სოფელ ზემო მაჩხაანის სკოლა დაათვალიერა. სრულად განახლდა სოფელ გამარჯვების და ზემო ქედის საჯარო სკოლები. განათლების სამინისტროს და ჩვენი მთავრობის დიდი დამსახურებაა, რომ ალაზნისპირა სოფელ სამთაწყაროში მიმდინარე წელს სრულად განახლდება საჯარო სკოლა.
წინა ხელისუფლების პირობებში, ალაზნისპირა და საზღვრისპირა სოფლებში სარწყავი სისტემის გაუქმებამ, გაუსაძლის პირობებში ჩააყენა ჩვენი ხალხი და ფაქტობრივად, ქართველს კაცს, ვაზის მოვლაზე უარი ათქმევინა. ჩემთვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ყველა პრობლემა ძალიან ნაცნობი და მტკივნეულია. დარწმუნებული ვარ, თქვენი გვერდში დგომის შემთხვევაში შევძლებთ, ჩვენი მუნიციპალიტეტი, ჩვენი მშობლიური დედოფლისწყარო უფრო განვავითაროთ და წინ გავიყვანოთ, ერთად დგომის შემთხვევაში ყველა ადგილობრივისთვის უმთავრეს - წყალმომარაგების პრობლემას გადავჭრით. „ქართული ოცნების“ და ირაკლი ღარიბაშვილის უდიდესი დამსახურებაა, რომ 60 მილიონ ლარამდე უკვე გამოიყო, ამ პრობლემის გადასაჭრელად. ქალაქ დედოფლისწყაროში და მიმდებარე სოფლებში მუდმივად იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება. მომავალ წელს აუცილებლად აშენდება ჩვენი საამაყო შვილის, ოლიმპიური ჩემპიონის სახელობის საჭიდაო დარბაზი. ამ დარბაზში აუცილებლად გაიზრდებიან მომავალი ჩემპიონები. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ახლა კი წარმოგიდგენთ „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელთან ერთადაც ჩვენ ჯერ არჩევნებში უნდა გავიმარჯვოთ და შემდეგ იმ პრობლემების გადაჭრაზე ვიზრუნოთ, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს: გოჩა სამუკაშვილი, ივანე ნატროშვილი, არსენ ბაღაშვილი, გივი გიგაური, გიორგი გოგილაშვილი, სიმონ ყოჩიაშვილი, ნიკოლოზ ხუციშვილი, სიმონ წიკლაური, ავთანდილ ხუმარაშვილი, ავთანდილ შაინიძე“ - განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.