გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფოს პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის, ყველა საფეხურზე, განათლების ხელმისაწვდომობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაა

14-08-2021

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის ახალაშენებულ საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური სკოლის ინფრასტრუქტურას და სასწავლო გარემოს გაეცნო და პედაგოგებს გაესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა განათლების ხელმისაწვდომობის და სწავლის ხარისხის ამაღლების მნიშვნელობას. პრემიერის თქმით, სახელმწიფოს პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის, ყველა საფეხურზე, განათლების ხელმისაწვდომობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა.

პედაგოგებმა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას სკოლის თანამედროვე ინვენტარით აღჭურვისთვის მადლობა გადაუხადეს.

ახალი სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. შექმნილია ყველა პირობა, რათა მოსწავლეებმა სრულყოფილი განათლება მიიღონ - ფუნქციონირებს თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო და კომპიუტერული კლას-კაბინეტები, ბიბლიოთეკა; სააქტო და სპორტული დარბაზები; სკოლის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილია სარეკრეაციო სივრცე და ღია სპორტული მოედანი.
პროექტის ჯამური ღირებულება 4, 7 მილიონ ლარს აღემატება.

სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ამჟამად 227 მოსწავლე სწავლობს და 32 მასწავლებელი მუშაობს, რომელთაგან 2 წამყვანი მასწავლებელია.

ახალი საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ააშენა.

სკოლაში, მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები - დავით სონღულაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი.

2021-2022 ახალ სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები 64 ახალაშენებულ და 64 სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში შეხვდებიან.