გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ფაროსანას საწინააღმდეგოდ ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება

17-08-2021

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. დღეიდან სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა დასახლებების ტერიტორიებს თერმული ნისლის გამოყენებით დაამუშავებს. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი თვითმმართველობებთან ერთად 24 საათით ადრე უზრუნველყოფს მოსახლეობის და, მათ შორის, მეფუტკრე ფერმერების ინფორმირებას დეგეგმილ შეწამვლებთან დაკავშირებით.


ინფორმაცია ასევე განთავსდება ვებგვერდზე: parosana.ge.


ამავდროულად, გრძელდება სიმინდის ნათესი ფართობების დამუშავება მცირემოცულობიანი შესხურების ტექნოლოგიის გამოყენებით.


დღეისათვის მავნებლის საწინააღმდეგოდ სულ დამუშავებულია 37236,5 ჰა ფართობი, დამონტაჟებულია 28818 „მოიზიდე და გაანადგურე” სადგური და 5754 ფერომონიანი დამჭერი.


სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად მავნებლის რაოდენობა შემცირებულია, თუმცა, მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე, ამ პერიოდში შეინიშნება ახალი თაობის ინდივიდების სიმრავლე. სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკა მესხის განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთან ერთად ფერმერების ჩართულობა. მათ საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებსა და ნარგავებში, მათ შორის, თხილის ბაღებში, უსაფრთხოების წესებისა და პრეპარატების ლოდინის პერიოდის დაცვით უნდა ჩაატარონ ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მოსავლის აღებამდე.