გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერი: ქვეყანაში ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანას ვერავინ შეძლებს; ჩვენს მოსახლეობას არ სჭირდება არც რევოლუციები და არც ომი

17-08-2021

„ქართული ოცნება" არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო და უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა პროექტების განხორციელებას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა.


„ჩვენს მოსახლეობას არ სჭირდება არც რევოლუციები, არც ომი და არავინ და ვერავინ ვერ შეძლებს ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანას ჩვენს ქვეყანაში. ამის გარანტი არის ჩვენი ძლიერი გუნდი და ჩვენი ერთობა. „ქართული ოცნება" არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო და უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.