გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვინ რა ოდენობის პრემია და დანამატი მიიღო იმერეთის გუბერნიაში?

6-11-2017

გასულ წელს იმერეთის გუბერნიაში 547 999, 11 ლარის ხელფასი, პრემია და დანამატი გაიცა. აქედან 391 266, 61 ლარი ხელფასებზე გაიცა. 129 497, 50 ლარმა დანამატი შეადგინა, 27 235 ლარი პრემია იყო.

"ნიუპრესის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, გასულ წელს იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ  35 400 ლარის ხელფასი მიიღო, ასევე 35 400 ლარის დანამატი და 2 950 პრემია, 2016 წელს პრემია გუბერნატორებიდან მხოლოდ იმერეთის გუბერნატორმა  მიიღო, ჯამში, მისმა სარგომ 73 750 ლარი შეადგინა.

52 320 ლარი შეადგინა გუბერნატორის პირველი მოადგილის ხელფასმა, დანამატმა და პრემიამ. პაატა ნადირაძემ 28 320 ლარის ხელფასი,  22 000 ლარის დანამატი და 2000 ლარი პრემია მიიღო.

იმერეთის გუბერნატორის მოადგილეებმა იოსებ ხახალეიშვილმა და გიორგი ჭიღვარიამ ერთნაირად მიიღეს როგორც ხელფასები, ასევე დანამატები და პრემიები. ჯამში, 69 688, 50 ლარი. თითოეულს 27 000 ლარი ხელფასი, დანამატის სახით  6 002, 50 ლარი,  პრემიის სახით 1 840 ლარი დაერიცხა.

შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემულმა ხელფასმა 37 680 ლარი შეადგინა, მათ დანამატის სახით 3 335 ლარი და  2250 ლარის პრემია მიეცათ.


წყარო: newpress