გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კუჭავა: აუცილებელია მეტი ტემპი, აქტიურობა, მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია, მათი და განსაკუთრებით ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა

18-08-2021

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ქართული ოცნების" შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მივესალმები სილამაზით გამორჩეულ შუახევს. მთიანი აჭარა განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. ზღვით იწყება, მოსდევს სუბტროპიკული ჰავა და ტყეები, მას მოსდევს წიწვოვანი ტყე და ალპურ ზონაში ავდივართ ბოლოს. ორი საათის მანძილზე, ასეთი განსხვავებული სილამაზე და თანმიმდევრულად განვითარებული გარემოს თანწყობა იშვიათია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის. სად ვნახავთ ასეთ განსხვავებულ კლიმატებს და ტყეებს ორი საათის მანძილზე?! ეს ის სიმდიდრეა, რომელიც უნდა ნახოს ყველამ, სრულიად საქართველომ და იგი გარე ტურიზმისთვის მომზადებული უნდა იყოს.


განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის პროექტები, რომელიც ახლა დავათვალიერეთ და კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს, როდესაც დასრულდება. არ ვსაუბარობ მხოლოდ ინვესტიციებზე, თუ რა რაოდენობის ინვესტიცია ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მხრიდან. საუბარია იმაზე, რომ თავისი მნიშვნელობით მაქსიმალურად განსხვავებული უნდა იყოს ეს რეგიონი და მიმზიდველი აბსოლუტურად ყველასთვის, იქნება ეს საქართველოს თუ უცხოეთის მოქალაქე.


ტურიზმის დეპარტამენტის პრიორიტეტია ამ რეგიონის განვითარება იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს.


ამიტომ მნიშვნელოვანია ძლიერი თვითმმართველობა - მერი, რომელსაც აქვს ხედვა, რომელიც ხელს შეუწყობს ბოლომდე იქნას ათვისებული პოტენციალი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით.


დარწმუნებული ვარ, ის პროგრამები, რომელზეც დღეს, ხელი მიუწვდება საქართველოს ყველა მოქალაქეს, კიდევ მეტად იქნება გამოყენებული იქნება ეს სოფლის მეურნეობა, აგროტურიზმი თუ ეკოტურიზმი.


ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მიმდინარეობს - თუ არ ვცდები, 17 მარტო სპორტული მოედანი აშენდა ამ ბოლო პერიოდში. ეს მხოლოდ დასაწყისია. აუცილებელია უფრო მეტი ტემპი, აქტიურობა, მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია, მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა, რომ ისინი ბოლომდე შევინარჩუნოთ რეგიონებში და მათ თავიანთი პოტენციალი მოახმარონ ამ კუთხეს - ეს ძალიან მნიშვნელოვანია.


ამისთვის უნდა შევქმნათ მეტი შესაძლებლობა. წარმატებას ვუსურვებ მერობის კანდიდატს, ჩვენს ძლიერ გუნდს და დარწმუნებული ვარ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ" - განაცხადა კუჭავამ.