გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შიდა ქართლის გუბერნატორმა საკუთარ თავს სატელეფონო ბალანსის ლიმიტად 4800 ლარი დაუმტკიცა

13-04-2018

შიდა ქართლის გუბერნატორი, ბიუჯეტიდან სატელეფონო ხარჯების დაფარვის მიზნით, წლიურად 4800 ლარს მიიღებს - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. მათი ცნობით, კახა სამხარაძემ აღნიშნული ლიმიტი საკუთარ თავს, თავად დაუმტკიცა:

"შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა კახა სამხარაძემ (რომელიც ცოტა ხნის წინ სამცხე -ჯავახეთის გუბრენატორი გახდა) საკუთარი თავს სატელეფონო ბალანსის ლიმიტად 400 ლარი დაუმტკიცა, რაც წლიურად 4800 ლარს უდრის. იმის გათვალისწინებით რომ საჯარო მოხელეები კორპორაციული ნომრებით სარგებლობენ, რომელთა ტარიფიც ქვეყნის შიგნით, ნებისმიერ ქსელთან ზარის განხორციელება და 30წუთის მანძილზე საუბარი 5 თეთრს უდრის. გამოდის, რომ წლიური 4800 ლარით მას შეუძლია 96 000 ზარის განხორციელება და ტარიფიდან გამომდინარე შეუძლია წლის განმავლობაში ისაუბროს 2 880 000 წუთი ( 48 000 საათი, 2000 დღე , მიახლოებით 5,5 წელი )

თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც რომ საქართველოში არსებულ ქსელებზე ულიმიტო ტარიფის ჩართვა მაქსიმუმ 25 ლარი ღირს, გამოდის რომ კახა სამხარაძეს მისი სატელეფონი წლიური ლიმიტით 192 თვის, 16 წლის განმავლობაში შეუძლია ულიმიტოთ ისაუბროს ყველა ქსელთან ქვეყნის შიგნით." ნათქვამია "ფლაგვის დეტექტორის" ინფორმაციაში.

 

პირველი რადიო

alia.ge