19-08-2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ეწვია. მთავრობის მეთაურმა შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს ფერისცვალება მიულოცა და წმინდა ნიკოლოზის ტაძარი მოილოცა.
მეუფემ ირაკლი ღარიბაშვილი დალოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე.