გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა წოწერია: ერთობლივი პროექტით წყალმომარაგების პრობლემა ცაიშთან ერთად ცაცხვს და ურთას მოუგვარდება

21-08-2021

„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდიატი მამუკა წოწერია ზუგდიდიში სოფლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა კონკრეტული სამოქმედო გეგმა ამჯერად სოფელ ცაიშში ადგილობრივებს წარუდგინა. მამუკა წოწერიას განმარტებით, სოფელში მთავარ პრობლემას წყალმომარაგება წარმოადგენს, რისი მოგვარებაც მოხდება და პრობლემა ცაიშთან ერთად, ცაცხვს და ურთას გადაეჭრება.


„ინდივიდუალურ შეხვედრებზე მუნიციპალიტეტის და კონკრეტული სოფლის აქტუალურ პრობლემებზე ვსაუბრობთ. მისასალმებელია, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა მოსახლეობისთვის - წყალმომარაგების პრობლემა გადაწყვეტის ეტაპზეა. ხორციელდება პროექტირება და უახლოეს მომავალში ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება. არის სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც - შიდასაუბნო გზების მოწესრიგება, სანიაღვრე არხების მოწყობა, ამ საკითხებზეც ვიმსჯელეთ, მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ, შევჯერდით და უახლოეს ხანებში ადეკვატური რეაგირებაც მოხდება" - განაცხადა მამუკა წოწერიამ. ის მოსახლეობასთან შეხვედრებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ჯანაშიასთან ერთად მართავს.


მამუკა წოწერიას თქმით, სოფელში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: კურორტის უბანში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზას, აშენდა ხიდები, მოეწყო სანიაღვრეები და გარე განათება.


„დღის ბოლოს წარმატებულ ფერმერებს ნანა ფიფიას და მანუჩარ იაშვილს ვსტუმრობდით, მარწყვის სათბურები 3 ათას კვადრატულ მეტრზე აქვთ გაშენებული, მომავალი წლიდან კი 1000 კვადარატულს დაამატებენ, დასაქმებული ყავთ ადგილობრივები, წარმატებები ამ მშრომელ ხალხს. სასათბურე მეურნეობა სოფელში განვითარებულია, უმეტესი მათგანი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი" - განაცხადა მმართველი გუნდის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ.