24-08-2021
„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრა დღეს სოფელ კახათში გამართა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი სოფლებში კონკრეტული სამოქმედო გეგმით შედის. ამჯერადაც მერობის კანდიდატმა სოფელ კახათის მცხოვრებლებს საგუგუჩიოს და წმინდა ნინოს ქუჩების სრული რეაბილიტაციის გეგმა წარუდგინა.
„მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები ამჯერად სოფელ კახათში, მაჟორიტარობის კანდიდატ ოთარ გუგუჩიასთან ერთად, გავმართე. საინტერესო შეხვედრა გამოდგა. ვისაუბრეთ სოფლის პერსპექტივებზე, აქაც კონკრეტული სამოქმედო გეგმით მოვედით, სოფელში ორი მნიშვნელოვანი გზა საგუგუჩიოს უბანში და წმინდა ნინოს ქუჩაზე კაპიტალურად აშენდა. ასევე, კოსტავას ქუჩის პროექტირება დავასრულეთ, ეს უმნიშვნელოვანესი გზაა სოფელ კახათისთვის და ძალიან მალე დაიწყება ამ გზის მშენებლობა. ასევე მოხდა სოფელში არსებული სხვადასხვა გზის, სკოლის რეაბილიტაცია. აქედან გამომდინარე ძირითადი ინფრასტრუქტურა ამ სოფელში მოგვარებულია, თუმცა არსებობს გამოწვევა, ეს გახლავთ სანიაღვრე არხები, რომლის სისტემის პროექტირებას განვახორციელებთ და უახლოეს ხანებში ვეცდებით წყალმივარდნებისგან მიყენებული ზიანი ამ სოფელს ავაცილოთ, შესაბამისად სოფლისთვის დაიგეგმება ის სამუშაოები რომელიც აქტუალურია მოსახლეობისთვის" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
მამუკა წოწერია დღის ბოლოს ფერმერ მამაშვილს გივი და გოგა ჩახაიებს შევხვდა. ჩახაიებმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულიდ უფასოდ მოცვის პლანტაცია გააშენეს.
დღეს სოფელ კახათში გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მისი პირველი მოდგილე ნინო ვიბლიანი და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა დაესწრნენ.