გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალკაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

24-08-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.


ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლენილია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში. მოქალაქეს, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელი სახლის სარდაფში ჰქონდა განთავსებული.


ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.