გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

,,2020 – 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში ლანჩხუთში კიდევ ერთი პროექტის განხორციელება იწყება

25-08-2021

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ადგილობრივი საჭიროებების დეტალური შეფასების საფუძველზე და დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრის ჩართულობით (მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა, სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტები, არასამთავრობო ორგანიზაციები) გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ზრდა - განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება.
სამუშაო ჯგუფის მიერ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოზე დასამტკიცებლად წარდგენილი იქნა საპროექტო იდეა ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორაგვეში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირების მიზნით". აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელი ორაგვე სილამაზით გამორჩეული სოფელია. მისი ისტორია მე-7 საუკუნიდან იწყება. სოფელში ეკოლოგიურად სუფთა უამრავი საპიკნიკე და გასართობი სივრცეა, სოფლის მშვენებაა ეშკანის წყალუხვი ჩანჩქერი. სოფელში ორი გამოქვაბულია (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი). სოფელს ბუნებრივი სიმდიდრეების სწორად გამოყენების შემთხვევაში არაჩვეულებრივი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ბოლო წლებში სოფელში აშენდა ულამაზესი სამონასტრო კომპლექსი.
საპროექრო იდეის გაცნობისა და განხილვის მიზნით მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი მაია აფხაზავა შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრაზე დატალურად განიხილეს ყველა ტურისტული პოტენციალი, რომლის განვითარებაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტურისტული მიმზიდველობის ზრდას და შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება სოფელ ორაგვესთან მისასვლელი 4,3 კმ გზის მოასფალტება, მოეწყობა საჭირო ხელოვნური ნაგებობები, ეშკანის კანიონთან მოეწყობა დასასვენებელი და საპიკნიკე ადგილები, სოფელში არსებულ მე-7 საუკუნის გამოქვაბულთან მოეწყობა სველი წერტილი, საპიკნიკე და საპარკინგე ადგილი, საფეხმავლო და ველობილიკი. პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიქმნება ახალი ტურისტული მარშრუტი, მნიშვნელოვნად გაიზრდება ვიზიტორებისათვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიმზიდველობა.