გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გოგა გულორდავა: განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე იმ გუნდს, რასაც „ქართული ოცნება" ჰქვია

26-08-2021

ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვიდგე დღეს თქვენს წინაშე, როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ასევე განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე იმ გუნდს, იმ დიდ ოჯახს, რასაც „ქართული ოცნება" ჰქვია - განაცხადა ,,ქართული ოცნების'' წალენჯიხის მერობის კანდიდატმა გოგა გულორდავამ წარდგენისას.


მერობის კანდიდატმა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებიზე გაამახვილა ყურადღება.


,,თუ რატომ არის ეს პასუხისმგებლობა ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი, რატომ არის ეს განსაკუთრებული პატივი, წარმოვადგენდე ამ გუნდს, ამ კითხვაზე არის ერთადერთი მარტივი პასუხი - მას შემდეგ, რაც 2012 წელს „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში და დღემდე ისე აგრძელებს მოღვაწეობას, რომ მისი ერთადერთი საზრუნავი არის თითოეული ქართველი, ყველა მოქალაქის ყოველდღიური პრობლემა და გასაჭირი.


ვხედავთ, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, რა ნაბიჯები გადაიდგა განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ 2012 წელს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ინფრასტრუქტურული, სოციალური, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დღეს ყველა ძალიან კარგად ვხედავთ სადამდე მოვედით. ბატონმა პრემიერმა, ქალბატონმა ნათია თურნავამ, ჩამოთვალეს რა გაკეთდა ამ 8 წლის განმავლობაში. ეს არის, მეტი ინფრასტრუქტურა, რამდენიმე ათეული რეაბილიტირებული და ახლად აშენებული საბავშვო ბაღები, სკოლები, ახალი ამბულატორიები. რამდენიმე ათეული კილომეტრი დაგებული გზა და რაც ყველაზე მთავარია - ის დიდი გამოწვევა, რაც ჩვენ წინაშე არსებობდა და ჩვენ, „ქართული ოცნების" გუნდი გავუმკლავდით ამ გამოწვევას - ეს არის გაზიფიცირება. გაზიფიცირების პროცესი წალენჯიხის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს და მომავალ წელს, თითოეული წალენჯიხელის ოჯახი იქნება გაზიფიცირებული.


რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი მუნიციპალიტეტი და ზოგადად ქვეყანა, მაგრამ ერთი უმთავრესი, რამაც მე ეს ნაბიჯი გადამადგმევინა, არის ის, რომ მე მწამს და მჯერა, ჩვენი ერთად ყოფნის, მწამს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომელიც არასდროს შემცდარა არჩევანში. მჯერა და მწამს, რომ ჩვენ ერთად 2 ოქტომბერს, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და ჩვენს ქვეყანას გავიყვანთ გამარჯვების გზაზე.


მინდა წარმოგიდგინოთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ვალერი კვარაცხელია, გოჩა ლიპარტია, ბესიკ ფარცვანია, დათა კულავა, ვლადიმერ კვარაცხელია, ბაკურ სონგულია, ნანა კეკუა, ლირა ღურწკაია, ზაზა უბილავა.


ჩემო ძვირფასო წალენჯიხელებო, ეს არის გუნდი, რომელმაც ძალიან კარგად იცის თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მათ კარგად იციან ამ პრობლემების გადაჭრის გზები და ამ გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ" - განაცხადა გოგა გულორდავამ.