16-04-2018
თანახმად, არტაანის პროვინციის (ვილაიეთის, ილის) პოსოფის ილჩეში (რაიონში) საქართველოდან შემსვლელთა რაოდენობა სულ უფრო კლებულობს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით მიმდინარე წლის აპრილის პირველ დეკადაში საქართველოდან თურქეთში შემსვლელ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა 41%-ით შემცირდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
როგორც გაზეთი წერს, სავარაუდოდ, ვიზიტორების შემცირება დოლარის, ლარისა და ლირის კურსზეა დამოკიდებული.
„საქართველოში ლარის კურსი დოლართან მიმართებით შედარებით სტაბილურია, თურქეთში კი ლირის კურსი ეცემა. შესაბამისად, ახალციხიდან პოსოფსა და არტაანში მომავალმა ავტომანქანებმა (მსუბუქმა და სატვირთომ) საზღვარზე გადმოსასვლელად, შარშანდელთან შედარებით, მეტი ლირა უნდა გადაიხადონ“-წერს გამოცემა.
პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა პოსოფელების ინდივიდუალური სავაჭრო ვიზიტები საქართველოს ახალციხეში (ახისკაში), ხოლო ახალციხიდან პოსოფში, პირიქით, გაიზარდა.