გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალციხეში ცოლის ცემის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

16-04-2018

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი იაკობ ბლუაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, იაკობ ბლუაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძმასთან ერთად დააკავეს. პოლიციელს ბრალი არასრულწლოვნების თანდასწრებით ცოლის ცემაში, მის ძმას კი რძლის ცემაში ედება.

შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ოჯახში ძალადობაში ბრალდებულები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

11 აპრილს სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იაკობ ბლუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

reginfo.ge