გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ბუკია: ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანა თითოეული ხობელის კეთილდღეობა და მათი ინტერესების დაცვაა

27-08-2021

ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანა თითოეული ხობელის კეთილდღეობა და მათი ინტერესების დაცვაა, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კიდევ უფრო დაუახლოვდეს ხალხს და მოსახლეობა უშუალოდ ჩაერთოს ჩვენი საქმიანობის პროცესში" - განაცხადა „ქართული ოცნების" ხობის მერობის კანდიდატმა დავით ბუკიამ წარდგენაზე.


მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს მხარდაჭერისთვის.


„ბოლო წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების" გუნდმა, თქვენი მხარდაჭერით, მრავალი წარმატებული პროექტი განახორციელა, რამაც ჩვენს მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა. თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ ამ წარმატებული გზის გაგრძელებას და ჩვენი ქალაქისა და სოფლების პოტენციალის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას. ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდული მიმართულებებისა და ტურიზმის განვითარება, ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისება და უფროსი თაობის გვერდში დგომა. ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანა თითოეული ხობელის კეთილდღეობა და მათი ინტერესების დაცვაა, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კიდევ უფრო დაუახლოვდეს ხალხს და მოსახლეობაც უშუალოდ ჩაერთოს ჩვენი საქმიანობის პროცესში. თქვენი თანადგომის იმედი მაქვს და მჯერა, რომ ერთიანად ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა რომელიც ჩვენს წინაშე იქნება.


მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ლევან ქავთარაძე, მაია ქაჯაია, ხვიჩა ჭანტურია, ლევან ლიპარტია, ფრიდონ კუკავა, გივი ლატარია, კობა გერგაია, აკაკი ხურცილავა, სერგო ბერაია, გიორგი გვასალია, ბადრი რიჟამაძე, ბექა ხარბედია"- განაცხადა დავით ბუკიამ.