გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშის მოსახლეობამ ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა

16-04-2018

სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშის მოსახლეობა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობამ კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა რამდენიმე წუთით გადაკეტა. 
აქციის მონაწილეები სოფელში კარიერული წესით საშენი მასალების მოპოვებას აპროტესტებენ. 
„დღეში 500 დიდი მანქანა მაინც გადაადგილდება, მუდმივად მტვერში ვართ, აღარ შეიძლება ამ სოფელში ცხოვრება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივმა მცხოვრებმა ვალერი ჭოლაძემ. 
მოსახლეობასთან შესახვედრად ამ წუთებში სამტრედიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. 
ამ დროისათვის ავტომაგისტრალზე მოძრაობა აღდგენილია.

"ინტერპრესნიუსი"