28-08-2021
ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, „ქართული ოცნების" აბაშის მერობის კანდიდატის, გიგა გაბელიას წარდგენის ღონისძიებაზე, აგრარული დარგის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი პროექტების შესახებ საუბრისას, აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონში, მათ შორის აბაშის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. შესაბამისად, სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი განსაკუთებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეული ოჯახი იყოს ეკონომიკურად ძლიერი.
„აბაშის მუნიციპალიტეტეში გვაქვს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომელიც უნდა ავითვისოთ და უფრო მეტი ღირებულება შევქმნათ თითოეულ ჰექტარზე. შესაბამისად, სახელმწიფომ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ თქვენს ინიციატივებს მხარი დაუჭიროს. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. 2012 წლიდან სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოვაცხადეთ და ეს არ ყოფილა ფუჭი სიტყვები. ამის შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ სოფლის მეურნეობის დაფინანსება, მაგრამ არა სახელმწფიო საწარმოების შექმნის დაფინანსება და თქვენი ინიციატივებისთვის კონკურენციის გაწევა, არამედ, თითოეული ფერმერის კონკრეტული, კერძო ინიციატივის მხარდაჭერა. 50 მლნ-იანი საბანკო პორტფელი, რაც სოფლის მეურნეობის დაფინანსების მთელი ოდენობა იყო 2012 წლისთვის, გავზარდეთ და დღეს ის 2 მლრდ ლარს გადააჭარბებს. სახელმწიფომ ასეულობით მლნ ლარი თანადაფინანსება მოახდინა საპროცენტო განაკვეთის იმისათვის, რომ ეს საკრედიტო რესურსი ყოფილიყო შეღავათიანი, ფაქტობრივად უფასო. თქვენ რა კრედიტსაც იღებთ, იმას აბრუნებთ და ამით შეგიძლიათ სოფლის მეურნეობა განავითაროთ. შეღავათიანი აგროკრედიტი იყო პირველი ნაბიჯი, ქართული ოცნების დაპირება, რომელიც ჩვენ შევასრულეთ და, ვფიქრობ, რომ ამან მოგვცა ის შედეგი, რომელსაც ყველა ვხედავთ სოფლის მეურნეობაში - ეს არის გაზრდილი შემოსავლები სოფლის მეურნეობაში, დამატებით ღირებულება. გარდა ამისა, თითოეულ მიმართულებაში ჩვენ შემოვიტანეთ საგრანტო დაფინანსება; დავიწყეთ ისეთი პროგრამების განხორციელება, როგორიცაა დანერგე მომავალი და გულისხმობს გრანტებს ახალი ბაღების გაშენებისთვის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო პირველად წარმოებასთან ერთად, გააგრძელებს თანადაფინანსებას შემნახველი მეურნეობების, სამაცივრე მეურნეობების, გადამმუშავებელი საწარმოების მიმართულებით, რომლებიც დაასაქმებს მოსახლეობას და შექმნის დოვლათს თითოეულ მუნიციპალიტეტში.
მინისტრმა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროექტზეც ისაუბრა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მხარდაჭერით მიმდინარე წლიდან ამოქმედდება და მისი განხორციელებისთვის 50 მლნ ლარი დაიხარჯება.
„საგრანტო თანადაფინანსებით თქვენ საშუალება მოგეცემათ ახალი ტექნიკა შეიძინოთ ეს იქნება მცირე გაბარიტიანი, საშუალო თუ მსხვილ მაშტაბიანი ტექნიკა ან ნებისმიერი იმპლემენტი. ის, რაც გაგიადვილებთ შრომას და უფრო კონკურენტუნარიანს გახდის ჩვენ სოფლის მეურნეობას", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დარგის 10 წლიანი განვითარების გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო უნდა გახდეს თვითკმარი ქვეყანა.
ეკონომიკის განვითარებაში. ამაზე გვაქვს მკაფიო ორიენტირები, კონკრეტული ინდიკატორები და, როგორც ყოველთვის, აქაც ვართ პასუხიგებლიანები და ანგარიშვალდებულები. ამ ანგარიშს ჩაგაბარებთ წლიდან წლამდე, თუ რას მივაღწევთ. მაგრამ მივაღწევთ იმ შემთხვევაში, თუ იქნება თქვენი მხარდაჭერა. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ წლების განმავლობაში გვიჭერდით მხარს, გვაძლევდით საშუალებას, რომ ერთად გვეკეთებინა საქმე. იმედი მაქვს, რომ აბაშა დაგვიჭერს მხარს მომავალშიც, რათა გავაგრძელოთ ერთად დაწყებული საქმის კეთება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.