გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალციხეში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

16-04-2018

ახალციხის მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს ახორციელებს. 
დღეის მდგომარეობით, ახალციხის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 100 ჰექტარი მიწის ფართობი. 
სამუშაოები აქტიურად გრძელდება სოფელ კლდეში, სადაც შპს „მექანიზატორის“ 1 ერთეული ტრაქტორით 1 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება.
საგაზაფხულო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ ახალციხის სერვისცენტრში 51 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში.
შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.