გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე ახლადგარემონტებული სპორტული კომპლექსი გაიხსნა

1-09-2021

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უახლესი სპორტული ინვენტარით აღჭურვილი განახლებული სპორტული კომპლექსი მოემსახურება. თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში  ახლადგარემონტებული სპორტული დარბაზი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნეს.


სპორტული კომპლექსი ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და მაღალი ხარისხის თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღიჭურვა. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში კიდევ ერთი სპორტული სატრენაჟორო დარბაზი გაიხსნება.


უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერეს. საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში არსებული სპორტული კომპლექსები უახლესი სავარჯიშო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.