გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო წილოსანი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

1-09-2021

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, კაორი იშიკავასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და ის საკითხები განიხილეს, რომლებიც ქალების გაძლიერების გენდერული თანასწორობის მიმართულებებს უკავშირდება.

„გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე პროექტს ვამუშავებთ და უახლოეს პერიოდში სექტორს საკანონმდებლო ცვლილებებს შევთავაზებთ. მათ შორის არის, გენდერული თანასწორობის ახალი კონცეფცია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გენდერული ბიუჯეტირება, სტამბული კონვენციის შესრულების მონიტორინგი, დეკრეტული შვებულების საკითხები და სხვა. ჩვენთვის საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა საკმაოდ მნიშვნელოვანია და კონკრეტულად, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან მუდმივმოქმედი საბჭოს წარმატებული თანამშრომლობა უამრავ საინტერესო პროექტის განხორციელების საშუალებას გვაძლევს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეხვედრის დასასრულს მხარეები თანამშრომლობის და კომუნიკაციის მიმართულებებზე შეთანხმდნენ.