გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: ISFED – ი რამდენიმე “არასამთავრობო” ორგანიზაციასთან ერთად, 3 ოქტომბერს დახატავს სურათს, რომ არჩევნები გაყალბდა

1-09-2021

“ISFED – ი “რამდენიმე “არასამთავრობო” ორგანიზაციასთან ერთად, 3 ოქტომბერს დახატავს სურათს, რომ არჩევნები გაყალბდა”,– ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:


“ვარაუდი – წინასწარი აზრიცაა რისამე შესახებ. (უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი).


შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) იმ სხვა ცნობილ, რამდენიმე “არასამთავრობო” ორგანიზაციასთან ერთად, რომლებიც გამოირჩევიან პოლიტიკური ტენდენციურობით, 3 ოქტომბერს დახატავს სურათს, რომ “არჩევნები (სავარაუდოდ) გაყალბდა”.


თუმცა, ამდენი “სავარაუდოს” ტირაჟირებით, დესტრუქციული ოპოზიციის პოლიტიკური ‘ბექ-ვოკალი’ NGO “სამართლიანი არჩევნები”, სავარაუდოდ კი არა და რეალურად, ისეთივე სამარცხვინო უხერხულობაში აღმოჩნდება, როგორც შარშან, ხმების პარალელური დათვლის გაყალბების გამო იყო. საკითხავია, ამდენი უხეში შეცდომის გამო, რცხვენიათ რომ?..”,-წერს აბაშიძე.