გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რატი ბრეგაძე: კომპანია, რომელიც ემსახურება იუსტიციის სამინისტროს და უზრნველყოფს პატიმრების კავშირს ოჯახებთან, შევა საავადმყოფოებშიც და უზრუნველყოფენ მათ შორის კომიუნიკაციას

1-09-2021

ერთ კვირაში, კერძო კლინიკებში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას მათი ოჯახის წევრები გამარტივებულად, კლინიკაშივე შეძლებენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს ვანში ისაუბრა, სადაც „ქართულმა ოცნება" მერობის კანდიდატი წარადგინა.

რატი ბრეგაძის განმარტებით, კოვივდ ინფიცირებულ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის ინფომრაციის გაცვლას  შესაბამისი კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ემსახურება.

„ის პატიმრები რომლებიც იმყოფებიან დღეს  კერძო კლინიკებში იმისათვის რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ეკონტაქტონ საკუთარ ოჯახებს და  მათი ჯანმრთელობის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში მიეცემათ ამის საშუალება კერძო კლინიკებიდანაც კი. ვინაიდან, ის კომპანია, რომელიც ემსახურება იუსტიციის სამინისტროს და უზრუნველყოფს პატიმრების კავშირს ოჯახებთან,  შევა საავადმყოფოებშიც და უზრუნველყოფენ მათ შორის კომიუნიკაციას.  აი, ეს არის ნათელი სხვაობა იმ დამოკიდებულებას შორის, როდესაც მაგალითად, პატიმრებს  აყურებინებდნენ მიცვალებულს და აბავდნენ გარდაცვლილი პატიმრების გვერდით. დღეს კი,   საავადმყოფოში მყოფ პატიმარს ეძლევა იმის საშუალება, რომ დაუკავშირდეს საკუთარი ოჯახის წევრებს. „- განაცხადა რატი ბრეგაძემ.