გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რატი ბრეგაძე: ხელისუფლების რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირებულია მსჯავრდებულთა რაოდენობა, გაუმჯობესებულია როგორც საპატიმრო პირობები, ისე პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურა

1-09-2021

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განაცხადებით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უმთავრესი გახდა ადამიანის ღირსება და მისი დაცვა. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში რადიკალურად შეცვლილი მდგომარეობა.

 „ბათუმის ციხეში 2012  წლამდე ერთ საკანში, დაახლოებით 20კვ/მ სივრცეში  30-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ამ ადამიანებს არ ეძინათ, იდგნენ ფეხზე და ხშირად თოკებზე იყვნენ ხელებით ჩამოკიდებული, რომ როგორმე დაძინება შესძლებოდათ. საკნებში, სადაც ადრე 30 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს მაქსიმუმ 4 მსჯავრდებულია,"- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „ქართული ოცნების" სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენაზე.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად,  მნიშვნელოვნად შემცირებულია  მსჯავრდებულთა რაოდენობა და გაუმჯობესებულია როგორც საპატიმრო პირობები, ისე პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურა.

"ჩვენ გვყავდა 30 ათასზე მეტი პატიმარი და მსოფლიოს მასშტაბით ვიყავით ყველაზე ნეგატიური რეიტინგების  ლიდერები. დღეს გვყავს მხოლოდ 10 ათასამდე მსჯავრდებული და კიდევ ვამცირებთ პატიმრების რაოდენობას. მაქსიმალურად ეფექტიანად ვიყენებთ არასაპატიმრო სასჯელებს და ასევე ვცდილობთ, მაქსიმალურად ადეკვატური და ღირსეული პირობები შევუქმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საკუთარი ცხოვრებისეული შეცდომების გამო პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან" - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დიდი მიღწევაა, რომ  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში არც ერთი სარჩელი არ არის გაგზავნილი, რომელიც საპატიმრო დაწესებულებებს ეხება.