გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რატი ბრეგაძე: ზუსტად 11 -ჯერ შემცირდა სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა, აქედან, არც ერთი საჩივარი არ გაგზავნილა საპატიმრო დაწესებულებებიდან

1-09-2021

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. რატი ბრეგაძის თქმით, 2012 წელთან შედარებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრების რაოდენობა ზუსტად 11-ჯერ არის შემცირებული. მათგან არც ერთი საჩივარი პენიტენციურ დაწესებულებებს არ უკავშირდება.


„ზუსტად 11-ჯერ შემცირდა სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა, რაც იმას გულისხმობს, რომ ხალხი ენდობა ქართული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.  აქვე მინდა ვთქვა, რომ არც ერთი საჩივარი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში არ არის გაგზავნილი, რომელიც უკავშირდება საპატიმრო დაწესებულებებს. დამერწმუნებით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა"- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქართული ოცნების" სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენაზე.


მინისტრის განმარტებით, საქართველოში, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა, რაც გულისხმობს იმას, რომ საკუთარი თავის რესოციალიზაციას გაცილებით მეტი ადამიანი ახერხებს.


რატი ბრეგაძემ წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელზეც ისაუბრა და განმარტა, რომ წინა წლებთან შედარებით, სტატისტიკა 2- ჯერ შემცირდა.
„ხშირად საუბარია სასამართლოზე და აქვე მინდა შევახსენო ყველა იმ ადამიანს რომელიც სასამართლოზე საუბრობს, რომ გამამართლებელი გნაჩენების რაოდენობა გაიზარდა ზუსტად 6-ჯერ. ეს ნიშნავს იმას, რომ 6-ჯერ მეტი ადამიანი იმყოფება დღეს გარეთ და აქვს შესაძლებლობა, რომ მოახდინოს საკუთარი თავის რესოციალიზაცია , იმყოფებოდეს საკუთარ ოჯახში, იზრუნოს ქვეყნის განვითარებაზე და არ იჩაგრებოდეს. ეს რიცხვი გაიზარდა ზუსტად 6-ჯერ 8 წელიწადში. ასევე, ორჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, რაც ბუნებრივია მეტყველებს თავის თავზე" - განაცხადა რატი ბრეგაძემ.