გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ოპონენტები არაფერს გვთავაზობენ გარდა ბნელი წარსულისა

1-09-2021

ჩვენი ოპონენტები, მეგობრებო, არაფერს გვთავაზობენ გარდა ბნელი წარსულისა  და ბნელი გამოცდილებისა; ჩვენმა ხალხმა უარი თქვა მჩაგვრელ, მკვლელ და ანტიეროვნულ ძალაზე, რომელიც უსამართლოდ მართავდა ჩვენს ქვეყანას და ათასობით  ადამიანი გააუბედურეს და დახოცეს პირდაპირ, გვახსოვს კარგად  ახალგაზრდების პირდაპირ ჩაცხრილვა ქუჩებში, ეს დრო აღარასოდეს აღარ დაბრუნდება ქართველი ხალხის ძალით, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ვანის მერობის კანდიდატის ალექსანდრე გოგორიშვილის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ერთმანეთს შეადარა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებისთვის არჩევანი ნათელია.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ადამიანებს, თუ ვინ ლამობს, ვინ ძალადობს ჯერ კიდევ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, სააკაშვილის მეთაურობით, მათი დე-იურე პარტიის თავმჯდომარე მელია, რომელიც, რა თქმა უნდა, ასევე იმ სისტემის, იმ მჩაგვრელი, მკვლელი  სისტემის ნაწილი იყო და ის ცნობილი გვარები. სამტრედიაში გამოსვლისას ჩამოვთვალე შედარებისთვის უბრალოდ, მე მინდა ყველამ ერთად გავიხსენოთ.  მხოლოდ  ძალოვანი მინისტრები რომ ავიღოთ, ბატონი რატი ბრეგაძე, პროფესორი კაცი, დოქტორის  ხარისხის მქონე, გერმანიაში მიღებული განათლება, უწესიერესი, პატიოსანი კაცი, რომელიც ემსახურება თავის ქვეყანას და იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, პენიტენციურ დაწესებულებას, ვარ დარწმუნებული, რომ  ეს კაცი  არ ჩაიდენს ბოროტებას. მისი ყოფილი წინამორბედი იყო ბატონი ადეიშვილი, რომელიც ცნობილი იყო ათასობით ადამიანის განადგურებით, უამრავი რეალური ისტორია უკავშირდება მის სახელს. ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი მიყვებოდა ამას წინათ, რომ აი, რატომ "ქართული ოცნება" - იმიტომ, რომ თუნდაც ბატონი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ შევადაროთ ვანო მერაბიშვილს - მკვლელს, კრიმინალს, რომელიც იყო გამორჩეული ადამიანების ჩაგვრით  და ერთ -ერთ მთავარ კორუმპირებულ ადამიანს; ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი, ასევე ცნობილი ვანელი, უწესიერესი კაცი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ახლა შეადარეთ  ასევე სადიზმით და სისასტიკით გამორჩეულ  ახალაიას.  რეალურად,  ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი აქვთ თვალწინ და ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რომელ ძალას ვირჩევთ. აქეთ არის სააკაშვილი, თავისი მჩაგვრელი, მკვლელებით, სადისტებით და მეორე მხარეს არის   ის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ჩამოგითვალეთ, თუნდაც ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის  მინისტრი, რვა შვილის მამა, უწესიერესი კაცი და შეადარეთ კეზერაშვილს, რომელიც არის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი  ქვეყანაში. ჩვენ ეს ხალხი ვართ მეგობრებო, ეს არის ჩვენი ხელწერა, ეს არის ის ხელწერა, რომელიც დაამკვიდრა და ბეჭედი დაუსვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და რომელიც არ შეიცვლება მანამ, სანამ "ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში. ეს არის ის ღირებულებები და ის ფასეულობები, რომელსაც ჩვენ დავიცავთ მტკიცედ  და არავითარი ყოყმანი არ გვექნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.