გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ბახტაძე: ცენტრალურ ხელისუფლების თანადგომით და ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით სამტრედიას ერთ-ერთ გამორჩეულ მუნიციპალიტეტად ვაქცევთ

1-09-2021

,,კარგად ვიცნობ ჩემს მშობლიურ სამტრედიას, რკინიგზელთა ქალაქს. კარგად ვიცი, თუ რომელ დასახლებასა და  უბანში რა არის გასაკეთებელი. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.  მომავალშიც ბევრი პროექტია  დაგეგმილი'' - განაცხადა ,,ქართული ოცნების'' სამტრედიის მერობის კანდიდატმა დავით ბახტაძემ წარდგენაზე.  


მისი თქმით, დიდი პასუხისმგებლობაა იყო ,,ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატი - იმ ძალის რომელსაც შეუძლია საქმე აკეთოს და ქვეყანა წინ წაიყვანოს.
„მეამაყება, რომ დღეს თითოეული თქვენგანის წინაშე ვდგავარ და ვარ „ქართული ოცნების" კანდიდატი, პოლიტიკური ძალის, რომელიც დაფუძნებულია სიმართლეზე, ქვეყნის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია საქმე აკეთოს და ქვეყანა წინ წაიყვანოს.


დიდი პასუხისმგებლობაა იყო „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი მუნიციპალიტეტში, სადაც 25 წელია ვსაქმიანობ. განვლილი 7 წლის განმავლობაში, მერის მოადგილის პოზიციაზე, პირადად ვმონაწილეობდი მრავალი პროექტის განხორციელებაში. დამეთანხმებით, ერთი შეხედვითაც აშკარად ჩანს ის პროგრესი, რასაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მუნიციპალიტეტში მივაღწიეთ, მაგრამ წინ კიდევ მრავალი გამოწვევა გვაქვს.  კარგად ვიცნობ ჩემს მშობლიურ სამტრედიას, რკინიგზელთა ქალაქს, კარგად ვიცი, თუ რომელ დასახლებასა და უბანს რა სჭირდება და რა არის გასაკეთებელი. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს და მომავალში გაგრძელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, საგანმანათლებლო, საყოფაცხოვრებო კუთხით. დარწმუნებული ვარ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით, დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ და სამტრედიას ერთ-ერთ გამორჩეულ მუნიციპალიტეტად ვაქცევთ. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ" - განაცხადა დავით ბახტაძემ.
მერობის კანდიდატმა საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: ზაზა ადეიშვილი, ნათია პაპავა, დავით ჯანელიძე, ვაჟა სტურუა, გოჩა არველაძე, მერაბ უღრელიძე, გიორგი ლეჟავა, პაატა კოხრეიძე, ჯონი თევზაძე, გიორგი გაგუა, ილია მჟავია.