გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: როცა უყურებ ამ მართლაც გარყვნილების პროპაგანდას, გვარამიას ტელევიზიას, გიჩნდება განცდა, რომ ყველაფერი დაინგრა, სამყაროს აღსასრულია და ბოლო დღეა, მსოფლიოს დაცემის დღე

1-09-2021

ჩვენ გავიხსენეთ ბნელი წარსული, ის მძიმე პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იდგა და არც თუ ისე შორეული წარსულში, სულ რაღაც 8 წლის წინ; მართლაც, როდესაც უყურებ ნიკა გვარამიას, ან სააკაშვილს, გახსენდება ახალაია, კეზერაშვილი, გიგი უგულავა, რატომ უნდა მოგინდეს, რომ მაინცდამაინც ამ მჩაგვრელებს და კრიმინალებს დაუჭირო მხარი; ძალიან მაინტერესებს, რატომ უჩნდება მოქალაქეების ნაწილს სურვილი, მათ დაუჭიროს მხარი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ვანის მერობის კანდიდატის ალექსანდრე გოგორიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ შეცდომაშია შეყვანილი.

„ვუყურებთ ჩვენს კანდიდატებს, ჩვენს მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, ყველას, ვისაც ჩვენი ხელწერა გვაქვს და ვინც მართლაც ჩვენი ქვეყნის გასაჭირზე ვფიქრობთ, ვშრომობთ, ვმუშაობთ, სიყვარულით ვაკეთებთ საქმეს. რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ შეცდომაშია შეყვანილი. მინდა, ერთი მაგალითი მოვიყვანო. ერთ-ერთი მთავარი მეთოდი, რასაც ეს ანტიეროვნული, მჩაგვრელი ადამიანები და ანტისახელმწიფოებრივი ძალის წარმომადგენლები იყენებენ, გახლავთ, რომ უწყვეტი პროპაგანდის პირობებში, ჯოჯოხეთს მოგვაჩვენებენ სამოთხედ და პირიქით. ასევე, თუ უწყვეტი პროპაგანდა მიმდინარეობს, სამოთხეს მოგაჩვენებენ ჯოჯოხეთად. კარგად გვახსოვს ციხეებში მდგომარეობა, წამება, გაუპატიურება, როგორ არეკეტებდნენ ბიზნესს, ართმევდნენ ქონებას, ადამიანებს ანადგურებდნენ და მეორეს მხრივ, რას ვუყურებდით ჩვენ ტელევიზიების საშუალებით, რა გარემო იყო. მედიაგარემო სრულად იყო მონოპოლიზებული, არავითარი სივრცე არ იყო დატოვებული თავისუფალი სუნთქვისთვის, ადამიანს არ ეძლეოდა თავისუფალი სიტყვის გამოხატვის საშუალება და ა.შ. დღეს, მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით ოპოზიციაში გადავიდნენ, იმ დღიდან ყველაფერი ამოტრიალდა. ქვეყანა თითქოს დაინგრა, მანამდე იდეალური იყო სამყარო, სამოთხე იყო და თითქოს, მეორე დღესვე, 1-ელ ოქტომბერს დადგა ჯოჯოხეთი, ასეთი მეთოდებით იბრძვიან და დღემდე ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე. ჩართეთ მათი ტელევიზიები, ორი წელია, აღარ ვუყურებ და მართლაც წარმოუდგენელია, ამ ტელევიზიებს უყურო - „მთავარ არხს, „ტვ პირველს" და „ფორმულას", ეს ერთი ხელწერაა და ამ მეთოდებით პირდაპირ იბრძვიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ - თესავენ შიშს, პანიკას, ისტერიკას, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ვერე დაგეგმონ ხვალინდელი დღე. ყველაზე დიდი ტრაგედია, უბედურება ხომ ეს არის, რომ ადამიანი ვერ გეგმავს ხვალინდელ დღეს, არ აქვს პროგნოზირებადობა და განცდა, რა იქნება ხვალ. როცა უყურებ ამ მართლაც გარყვნილების პროპაგანდას, გვარამიას ტელევიზიას, მართლა გიჩნდება განცდა, რომ ყველაფერი დაინგრა, სამყაროს აღსასრულია და ბოლო დღეა, მსოფლიოს დაცემის დღე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხალხმა ძალიან ბევრი განსაცდელი ნახა, დაწყებული 90-იანი წლების ბნელი დღეებიდან, როცა კრიმინალები მართავდნენ ქვეყანას.

„მათ შორის უნდა აღვნიშნო, რომ იმდროინდელი კრიმინალები დღესაც „ნაცმოძრაობის" რიგებში არიან ერთ-ერთ წამყვან პოზიციებზე, მათ შორის ბატონი რურუა, რომელიც პოლიტპატიმრად და სინდისის პატიმრად გამოაცხადეს. გვახსოვს, რომ ეს ადამიანები მართავდნენ, ჩაგრავდნენ და ხოცავდნენ ხალხს იმ პერიოდში. მე აბსოლუტურად ბუნებრივად და გულწრფელად მიჩნდება კითხვა და კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ არის შეცდენილი, მე ასე მჯერა, რომ მათ სჯერათ, რომ კიდევ შეიძლება, ასე არ იყო, ან ამ ადამიანებს შეიძლება, გამოსწორების რაღაც შანსი მიეცეთ, ძმებო და დებო, როგორ შეიძლება, ამ ყველაფრის, ამდენი მძიმე დანაშაულის შემდეგ, მხარი დაუწირო ამ ძალას. თუნდაც ერთ მაგალითს მოვიყვან, პოლიტიკური ძალა, რომელიც ვერ აარიდებს საკუთარ ხალხს და ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვას, ჩვენი ტერიტორიების 20%-ის დაკარგვის თავიდან არიდება ვერ შეძლეს სააკაშვილმა და ა.შ და ჩვენ გვახსოვს, თვითონ როგორ ლაჩრულად მოიქცა, მიატოვა ჩვენი ჯარი, ჩაახოცინეს ბიჭები და შემდეგ ვერ გამოიყვანეს, რომ არა ჩვენი პატრიარქი. კოდორის ხეობა არაფრის გამო გაატანეს ოკუპანტს, 100-ზე მეტი სოფელი, რომელსაც სააკაშვილმა თავად „რუსთავი 2"-ის ეთერში უწოდა „ქვების გროვა". კითხვა მიჩნდება, როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანს კიდევ დაუჯერო. ეს ხომ ჩვენი დანაშაული იქნება, ჩვენც ხომ თანამონაწილენი ვხდებით იმ ბნელი წარსულის და დანაშაულის, რომელზეც ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახსენეთ ჩვენს მოსახლეობას, რამ უნდა აღადგინოს, რამ უნდა დააკომპენსიროს ის მძიმე დანაკარგი და გამოუსწორებელი შეცდომა, ღალატი, მოღალატეობრივი პოლიტიკა თუ უგუნურება, როცა შენი ქვეყნის 20%-ს ჩააბარებ მტერს, კოდორის ხეობას, 100-ზე მეტ სოფელს, დევნილად აქცევ შენს საკუთარ მოსახლეობას და ამის შემდეგ კვლავ გაგიჩნდება სურვილი პოლიტიკაში დარჩენის და ხელისუფლებაში დაბრუნების. თუ ასეთ ძალას ჯერ კიდევ მხარს უჭერ, აქ უბრალოდ თეთრსა და შავზე გვაქვს საუბარი. თეთრი და შავი უნდა ავირჩიოთ და მადლობა ღმერთს, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მყარად და მტკიცედ დგას სიმართლის მხარეს. ცნობილი ფაქტია, რომ ცნობილი თაღლითები და მატყუარა ხალხი გამოირჩევიან განსაკუთრებული უნარით, ადამიანის მასების შეცდენის და ეს კარგად მოგვეხსენება, წაგვიკითხავს და ვიცით, როგორ ხდება. მჯერა, რომ ამას ახსნა ალბათ ეს აქვს, რომ ეს ადამიანები ჯერ კიდევ შეცდენილები არიან ჩვენი მოქალაქეების მცირე ნაწილი, მაგრამ მეტი კომუნიკაციაა მათთანაც საჭირო, რომ ეს საფრთხე, ეს განსაცდელი ჩვენს ქვეყანას აღარ დაუბრუნდეს და რა თქმა უნდა, დაუბრუნდება. ჩვენ მათ აღარ მივცემთ ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევის უფლებას. ეს იყო ერთი შემთხვევა, ეს იყო განსაცდელი, რომელიც ყველამ ერთად მოვიხადეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.