გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რატი ბრეგაძე: რამდენიმე წელიწადში საქართველოს ტერიტორია სრულად იქნება დამისამართებული

2-09-2021

„სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ტერიტორია სრულად იქნება დამისამართებული" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს ვანში გამართულ „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა.

მისითქმით, საბოლოოდ მოწესრიგდება მიწის რეგისტრაციის პროცესიც.  რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად  ბიუჯეტიდან დაფინანსება უახლოეს პერიოდში გამოიყოფა.

 

„მოგეხსენებათ, რომ სოფლების ძალიან დიდ ნაწილს დღესაც არ აქვს მისამართები. ეს პრობლემაც ბოლომდე იქნება აღმოფხვრილი. ასევე, საბოლოოდ მოწესრიგდება მიწის რეგისტრაციის პროცესი. ბატონი პრემიერისგან გვაქვს მიღებული თანხმობა, რომ გვექნება დამატებითი დაფინანსება იმისათვის, რათა საბოლოოდ გადაიჭრას პრობლემა, რომელიც დგას დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. ბუნებრივია, ამ ყველაფრით  მოსახლეობა ნახავს ძალიან დიდ სარგებელს, როდესაც ზუსტად ეცოდინება თუ რა იქნება მის საკუთრებაში და შეძლებს შემდგომში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებას„. - განაცხადა რატი ბრეგაძემ.