« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
2-09-2021
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 4 630 მ2 მიწის ნაკვეთზე, იჯარა/პრივატიზებასთან დაკავშირებული დადებითი პასუხის გაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისაგან ქრთამის სახით მოითხოვა და მიიღო ფულადი თანხა 10 000 ლარის ოდენობით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.