გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლადო ჯურხაძე: ოთხ წელიწადში ხონი დიდი შესაძლებლობების მქონე მუნიციპალიტეტი იქნება

4-09-2021

მოგმართავთ  მხარდაჭერისთვის,  რათა ერთობლივად,  ერმანეთის  გვერდში  დგომით  შევძლოთ  ძალიან  მნიშვნელოვანი  წამოწყებების  ბოლომდე  მიყვანა,   ოთხ  წელიწადში ხონი  იქნება  საცხოვრებლად   ყველასთვის სასურველი  და  დიდი    შესაძლებლობების  მქონე  მუნიციპალიტეტი - განაცხადა „ქართული ოცნების" ხონის მერობის კანდიდატმა ლადო ჯურხაძემ წარდგენაზე.


მერობის კანდიდატმა ხონის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.


„ძვირფასო  ხონელებო, მსურს   მადლობა   გადაგიხადოთ,  იმ  ნდობისთვის,  რომელიც  4  წლის  წინ  გამომიცხადეთ, რასაც    მთელი  ამ  პერიოდის  განმავლობაში,  თითოეული   თქვენგანისგან  ვგრძნობდი, ჩვენ  ერთად  გავიარეთ  ძალიან  რთული,  მაგრამ   საკმაოდ  ნაყოფიერი  პერიოდი, ჩემს  მიერ  დასახული  მიზნების  ნაწილი  უკვე  განხორციელდა, ან  მიმდინარე  სამუშაო  პროცესშია,  თუმცა   მე  კარგად  მაქვს  გათვიცნობიერებული,  რომ პრობლემები  გაცილებით  მეტია  და  გარწმუნებთ  ჩემს  გუნდთან  ერთად, თქვენთან  ერთად  ჩემო  ხონელებო,  ყველა  ამ  გამოწვევას  აუცილებლად   გაუმკლავდებით.  


მერობის  პირველივე  დღიდან,  ჩემი  მიზანი  ხონის   თანამედროვე,    ევროპული  სტანდარტების  ქალაქად  გარდაქმნა  იყო  და  დღეს,   ოთხი  წლის  თავზე, ყველა  ჩვენთაგანი  ვხედავთ   ამისკენ  გადადგმულ  ნაბიჯებს, უკვე  დაწყებულია  ქალაქის  ცენტრის  რეაბილიტაციის  პროექტი, რასაც  სულ  მალე  მოყვება  ჩვენი  ისტორიული,  ცენტრალური  ბურვალის  განახლების  პროცესი, რითაც თითოეული  ხონელი  ვიამაყებთ. პირობას  გაძლევთ,  ჩემს  გუნდთან  ერთად   ყველაფერს  გავაკეთებ  ჩვენი   მუნიციპალიტეტის  საკეთილდღეოდ.  კიდევ  ერთხელ  მოგმართავთ  მხარდაჭერისთვის  რათა ერთობლივად,  ერმანეთის  გვერდში  დგომით  შევძლოთ  ძალიან  მნიშვნელოვანი  წამოწყებების  ბოლომდე  მიყვანა  და  დასახული  მიზნების  ზედმიწევნით  შესრულება. ოთხ  წელიწადში,  ხონი  იქნება  საცხოვრებლად    ყველასთვის სასურველი  და  დიდი    შესაძლებლობების  მქონე  მუნიციპალიტეტი. ერთად  დავდგეთ  ხონის  გამარჯვებისთვის.


ეხლა  კი  წარმოგიდგენთ  ჩვენს  მაჟორიტარ  კანდიდატებს,  რომლებსაც  წარადგენს  „ქართული  ოცნების"  გუნდი:  ვალერ  ბახტაძე,  ამირან  კაშია, იუზა-დევი   ჩიხლაძე, ნინო  კუხალაშვილი, ია  სულუხია,  მათე  ჩანქსელიანი, ელისო  ლიპარტელიანი, ზურაბ  მიქაძე, ზაზა  ვაშაკიძე, ვახტანგ  ვაჭარაძე" - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.