გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: გახარია სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის" ბუნებრივი მოკავშირეა, კაცი, რომელიც გადადგა იმის გამო, რომ მელია არ დაეჭირა და კანონი არ აღასრულა, ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეორე ტური ჩატარდეს თბილისში

4-09-2021

შეხედეთ გახარიას ხელწერას და შეხედეთ „ნაცმოძრაობის" და მათი ლიდერების, მათ შორის „მთავარი არხის" და „ტვ პირველის" კამპანიას, გახარია სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის" ბუნებრივი მოკავშირეა, ეს ხომ ძალიან მარტივად ჩანს, უყურეთ რა ხდება და როგორი სინქრონული კოორდინაცია აქვთ ერთმანეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გახარია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისში არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს.

„კაცი, რომელიც გადადგა იმის გამო, რომ მელია არ დაეჭირა და კანონი არ აღასრულა, ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეორე ტური ჩატარდეს თბილისში. ასეთი, კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გახარიამ", - განაცხადა პრემიერმა.