4-09-2021
მმართველი პარტიის ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია ჭავჭავაძის ქუჩის, ყულევის, ქარიატის, შუა ხორგის და პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში ამომრჩევლებს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობისგან გარკვეული საკითხები მოისმინა და მათი მოგვარების და განხორციელების გზებზე ისაუბრა. ასევე ისაუბრა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.
ყულევში და ქარიატაში დაიგო ასფალტ ბეტონის გზა, განხორციელდა წყლის სისტემის მშენებლობა, რეაბილიტირდა სკოლა, შუა ხორგაში და პირველ ხორგაში აშენდა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღებს, სანადარაიოს უბანში დაიგო ასფალის საფარი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოეწყო გარე განათებები, ჩატარდა სამელიორაციო სამუშაოები, რამაც ხელი შეუშალა საყანე ფართობების დატბორვას.
„ბევრი რამ გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების მიერ, არის გარკვეული გამოწვევები და გპირდებით მომდევნო ოთხი წელი იქნება კიდევ უფრო აქტიური და ნაყოფიერი.
მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, მე და ჩემი გუნდი კი კიდევ ბევრ მასშტაბურ და თქვენთვის მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ" - დავით ბუკია.
შეხვედრებს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, საკრებულოს წევრობის კანდიდატი ლევან ქავთარაძე და საკრებულოს წევრობის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გვასალია ესწრებოდნენ.