გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

4-09-2021

ცენტრალური  საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით,საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები; იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ გამჭვირვალედ; უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს.


 „ეთიკის კოდექსის მიზანია კომისიის წევრთა პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი ერთგულებისგანმტკიცება და სამსახურებრივ მოვალეობებთან მიმართებაში პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება. შესაბამისად კომისიის წევრები ვაცნობიერებთ და ვიაზრებთ, რომ ამ ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპების მიმღებლობა არის უპირობოდ მნიშვნელოვანი. ჩვენვიხელმძღვანელებთ ზუსტად იმ ღირებულებებით, რომელიც ეთიკის კოდექსშია გაწერილი.“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა კოდექსზე ხელის მოწერის შემდეგ.


ეთიკის კოდექსს  ასევე მოაწერენ ხელს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც.