გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ოპონენტები 24 საათის განმავლობაში აკრიტიკებენ ხელისუფლებას არა გაკეთებულ საქმეზე, არამედ მხოლოდ პირად შეურაცხყოფაზე არიან გადასული, ამ დროს ჩვენი ხელისუფლება აკეთებს საქმეს

5-09-2021

2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველამ ერთად ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავასტაბილურეთ და დავიწყეთ რეალური საქმის კეთება, რეალური და არა ფასადური და მხოლოდ ფრაგმენტული, ისიც ჩინოვნიკების კომფორტზე მორგებული პროექტების განხორციელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ონის მოსახლეობას მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი წარუდგინა და აღნიშნა, რომ იგი იქნება ხალხის სამსახურში 24 საათის განმავლობაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე შეაჯამა გასული 8 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და ხაზი გაუსვა მიღწეულ პროგრესს.

„ონის მერი, რა თქმა უნდა, იქნება თქვენს სამსახურში და 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებათ თქვენ. ასეთი კაცია ჩვენი სერგო ხიდეშელი.

ახალგაზრდა, ენერგიული, დიდი გამოცდილებით, მიუხედავად მისი ასაკისა, უნარიანი და მართლაც ძალიან წესიერი კაცი, რომელიც მოემსახურება ონს და ონელებს. ვიდრე ჩვენს კანდიდატს წარმოგიდგენთ, მინდა, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ის განვლილი საქმეები, რომელიც ამ ულამაზეს მუნიციპალიტეტში და ზოგადად, მთლიანად რაჭის რეგიონში გავაკეთეთ. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველამ ერთად ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავასტაბილურეთ და დავიწყეთ რეალური საქმის კეთება, რეალური და არა ფასადური და მხოლოდ ფრაგმენტული, ისიც ჩინოვნიკების კომფორტზე მორგებული პროექტების განხორციელება. ჩვენი ოპონენტები 24 საათის განმავლობაში აკრიტიკებენ ხელისუფლებას არა გაკეთებულ საქმეზე, არამედ მხოლოდ პირად შეურაცხყოფაზე არიან გადასული. ამ დროს ჩვენი ხელისუფლება აკეთებს საქმეს, იქნება ეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაზიფიცირების სამუშაოები, წყალგაყვანილობა, უამრავი სხვა პროექტი - სკოლების მშენებლობა, ბაღების რეაბილიტაცია, საავადმყოფოების, ამბულატორიების აშენება-მოწყობა. ძალიან ბევრი გაკეთდა თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად ჩვენ დავიწყეთ ისეთი წარმატებული პროექტები, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში", „დანერგე მომავალი", „შეღავათიანი აგროკრედიტი", რომლითაც ჩვენმა მოსახლეობამ ისარგებლა და ათასობით ბენეფიციარმა მიიღო ის სარგებელი, რომელიც სახელმწიფომ გამოყო ჩვენი მოსახლეობისთვის. შეიქმნა ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. თუმცა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა ქვეყანაში არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე, რაც ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა დავძლიოთ. ამას სჭირდება კიდევ უფრო გაათმაგებული ენერგიით მუშაობა, კიდევ უფრო მაღალი ტემპები, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.