გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ნემსაძე: ჩვენი ერთ-ერთი საზრუნავია, ცაგერი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებულ ქალაქად ვაქციოთ

5-09-2021

ცაგერის მერობა ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევაა, მზად ვარ, პროფესიონალ გუნდთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გადავდგათ გარდამტეხი ნაბიჯები, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ მიმზიდველ და გამორჩეულად ვაქციოთ. ჩვენი ერთ-ერთი საზრუნავია, ცაგერი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებულ ქალაქად ვაქციოთ.  გვაქვს რეალური ხედვა, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ დაწყებული პროექტები, მივაღწიოთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას - განაცხადა „ქართული ოცნების" ცაგერის მერობის კანდიდატმა გიორგი ნემსაძემ წარდგენაზე.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ლეჩხუმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა. ამისთვის საჭიროა კიდევ უფრო მოწესრიგდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, გაიზარდოს ლეჩხუმის ცნობადობა ტურისტული მიმართულებით.

„შეუძლებელია არ დაინახო ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიღწევები ცაგერის მუნიციპალიტეტში, მაგრამ, მერწმუნეთ, კარგად ვიცით, რომ ჩვენს წინაშე კვლავ არაერთი გამოწვევაა. კარგად ვიცით,  რომ თქვენ უფრო მეტს იმსახურებთ და ჩვენი მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს არის.  გპირდებით, გამარჯვების შემთხვევაში, უახლოეს დროში დავიწყებთ გაზიფიცირების პროცესს, შემდგომი 4 წლის მანძილზე, ეტაპობრივად ყველა სოფელში მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესდება ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდება, მოვაწესრიგებთ ინტერნეტიზაციის პროცესს, გავითავისებთ თითოეული ლეჩხუმელის პრობლემას და გამოვნახავთ მისი გადაჭრის გზებს. ლეჩხუმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა. ამისთვის საჭიროა კიდევ უფრო მოწესრიგდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, გაიზარდოს ლეჩხუმის ცნობადობა ტურისტული მიმართულებით. ჩვენი კუთხის სავიზიტო ბარათია მსოფლიო მართლმადიდებლობის უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და ლეგენდარული ხვამლის მთა, რომელსაც უნდა მიენიჭოს დაცული ტერიტორიის სტატუსი. ლეჩხუმში გვაქვს უნიკალური ყურძნის ჯიშები: „უსახელოური", „ცოლიკოური", „ოჯალეში". მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მევენახეობის განვითარებას. ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია კურორტ „ლაშიჭალის" განვითარება, ასევე, შევიმუშავებთ ახალჭალის საკურორტო ზონის გენერალურ გეგმას და მოვაწესრიგებთ მასთან მისასვლელ საგზაო ინფრასტრუქტურას. ჩვენთან სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებია განვითარებული, ხელს შევუწყობთ გლეხებს და ფერმერებს ადგილობრივი პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაში. როგორც ყოფილი სპორტსმენი, შევეცდები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ვიზრუნებ ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციასა და თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობას. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვემსახურო იმ კუთხეს,  სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ გამოჩენილი ადამიანები, ჩვენი კუთხისა და სამშობლოს ღირსეული მამულიშვილები - ლადო ასათიანი, მარშალი არჩილ გელოვანი, მერაბ მამარდაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, კახი ასათიანი და სხვანი. საბედნიეროდ, ბევრი ჰყავს ჩვენს კუთხეს ასეთი მამულიშვილები. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ" - განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

მერობის კანდიდატმა ცაგერის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

„მინდა წარმოგიდგინოთ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ზაზა ყურაშვილი, გრიგოლ კვირიკაშვილი,  ნოდარი საღინაძე, მამუკა ხაბულიანი, მამუკა მამარდაშვილი, თამაზ ჭაბუკიანი, მანონი ახვლედიანი, თინათინ ნემსწვერიძე, ნატო ბურჯალიანი, გივი გოგებაშვილი" - განაცხადა გიორგი ნემსაძემ.