გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: არავის მივცემთ უფლებას, ხელმეორედ დაანგრიოს ქვეყანა ომით, რევოლუციებით და კატაკლიზმებით

5-09-2021

ყველაფერს სჭირდება სტაბილურობა და მშვიდობა, იმიტომ, რომ თუ არ იქნება სტაბილურობა და მშვიდობა, რა თქმა უნდა, არავითარი განვითარება არ იქნება ქვეყანაში და ეს ჩვენ - ქართველებმა ძალიან  კარგად ვიცით; კარგად ვიცით, ომის მძიმე ფასიც და მშვიდობის ფასიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ლენტეხის მერობის კანდიდატის, გიორგი ონიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების" და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობაა.

„მშვიდობის ფასი კარგად გავიგეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში, რაც პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. "ქართული ოცნების" დამსახურებაა ის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა დასადგურდა ჩვენს ქვეყანაში და არავის მივცემთ საშუალებას და უფლებას, რომ ხელმეორედ დაანგრიოს ჩვენი ქვეყანა ომით, რევოლუციებით და ათასი კატაკლიზმებით, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გამოვიარეთ - მძიმე განსაცდელი, რომელიც ჩვენმა ხალხმა თავის თავზე გამოსცადა. აღარ მინდა, შევაწყინო ჩვენი მოსახლეობა, მაგრამ კარგად გვახსოვს ის მჩაგვრელი, რეპრესიული რეჟიმი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად, თქვენთან ერთად ჩავაბარეთ წარსულს და მივუჩინეთ მათთვის საკადრისი ადგილი და პასუხი ჩავაბარეთ ყველას. რა თქმა უნდა, გამოწვევაა ის, რომ იმ მართლაც დიდი პროპაგანდის პირობებში, რომელიც მოედინება მათი ტელევიზიებიდან, მოსახლეობას უწევს სიმართლის დადგენა, ამიტომ აუცილებელი არის მეტი კომუნიკაცია ხალხთან. ერთ-ერთი მთავარი დავალება, რაც ექნება ყველა მერს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ცენტრალურ მთავრობას, ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელობით, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ჩავიდეს, როგორც მინისტრი, პრემიერის, ჩემი ხელმძღვანელობით. ყველგან უნდა ჩავიდეთ, ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში, უნდა ადგილზე გადავუწყვიტოთ მოსახლეობას პრობლემა და გამოწვევები. ეს დავალება ექნება ჩვენს ღირსეულ კანდიდატს ბატონ გია ონიანს. მე ვიცი, რომ ის არის ძალიან ენერგიული, მიზანდასახული, მშრომელი, უნარიანი და პატრიოტი კაცი, რომელიც დაბრუნდა ლენტეხში და მოემსახურება ლენტეხს და ჩვენს საამაყო და შეუპოვარ ლენტეხელებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.