გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გოჩა ენუქიძე: მიმდინარეობს ლენტეხის ცენტრის რეაბილიტაცია, რისთვისაც 200 000 ლარია გამოყოფილი, სამუშაოები მალე დასრულდება

5-09-2021

„იყო წლები, როდესაც ლენტეხში საერთოდ არაფერი კეთდებოდა, დღეს მიმდინარეობს ლენტეხის ცენტრის რეაბილიტაცია, სამუშაოების შესასრულებლად 200 000 ლარია გამოყოფილი, სამუშაოები მალე დასრულდება’’ - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ლენტეხში ,,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატის გიორგი ონიანის წარდგენაზე.


დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ზემო იმერეთი რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის გზის მშენებლობის მნიშვნელობაზე.


,,მნიშვნელოვანია გზის მშენებლობის საკითხი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ზემო და ქვემო სვანეთს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ორი მუნიციპალიტეტის კომუნიკაციისთვის. სამუშაოების დასრულების შემდეგ ლენტეხი იქნება ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი. ყველამ კარგად ვიცით, რომ მესტია ტურისტებისთვის საინტერესო ადგილია. ამ გზის დასრულების შემდეგ ტურისტების უმრავლესობა მესტიიდან მოხვდება ლენტეხში. რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზია სვანეთი, მესტია, მაგრამ არანაკლებ გამორჩეულია ლენტეხი. ტურისტის ჩამოსვლის შემდეგ, ადგილობრივები მზად უნდა დავხვდეთ. პრემიერ-მინისტრმა ახსენა, რომ იქნება ბევრი სხვადასხვა მიმართულებით პროგრამა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. მათ უნდა შევთავაზოთ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, კვების ობიექტები სხვადასხვა ატრაქციები და ჩვენ ამით ფინანსური სარგებელი უნდა მივიღოთ“ - განაცხადა გოჩა ენუქიძემ. დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ყოფილ მერს ბადრი ლიპარტელიანს და წარმატება უსურვა მერობის კანდიდატს მომავალ საქმიანობაში.