გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზვიად მხეიძე: დიდი გამოწვევა და ამავდროულად, დიდი შესაძლებლობაა ვემსახურო და კიდევ მეტად განვავითაროთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

5-09-2021

სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩემი მერობის პერიოდში 200 ოჯახი დაბრუნდა ამბროლაურში საცხოვრებლად, მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდაა. ეს ყველაფერი სწორი პოლიტიკის შედეგია, რასაც ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი პოლიტიკური გუნდი „ქართული ოცნება“ და ჩვენ, თქვენთან ერთად ვახორციელებთ. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი დაბრუნდება - განაცხადა „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატმა ზვიად მხეიძემ წარდგენაზე.


მერობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ გუნდს და განაცხადა, რომ დიდი გამოწვევაა და ამავდროულად შესაძლებლობა, ემსახუროს მუნიციპალიტეტს.


„უდიდესი პატივია კიდევ ერთხელ ვიყო ამ გამორჩეული და ულამაზესი მუნიციპალიტეტის, ყველაზე სტუმართმოყვარე, ყველაზე კეთილი და ჭკვიანი რაჭველების, ჩემი ამბროლაურელების მერობის კანდიდატი. ჩემთვის დიდი გამოწვევა და ამავდროულად დიდი შესაძლებლობაა ვემსახურო და კიდევ მეტად განვავითაროთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. ბოლო 4 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში უამრავი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა მთავრობის მხარდაჭერით, ეს ცვლილებები ყველა სფეროს შეეხო. განსაკუთრებით გამოვყოფდი ინფრასტრუქტურას. კულტურა, სპორტი, განათლება, მცირე თუ საშუალო ბიზნესის განვითარება, სოფლის მეურნეობა. 20-მდე სოფელი უკვე სარგებლობს ასფალტო-ბეტონის კეთილმოწყობილი გზით. უამრავი პროექტი გაკეთდა წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები. ჩვენ კვლავ გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ ერთადერთი ძალა, ვისაც ძალუძს ამ გამოწვევების გამკლავება და დამარცხება, ეს არის „ქართული ოცნება“. მე აქ დავიბადე და გავიზარდე, არასდროს მიმიტოვებია ჩემი მშობლიური კუთხე. არ მეგულება დედამიწის ზურგზე ადგილი, რომელიც ამბროლაურს ჯობდეს, ამიტომ მე, როგორც ამბროლაურელი, თქვენთან ერთად, აუცილებლად სასიკეთოდ შევცვლით ჩვენი მუნიციპალიტეტის მომავალს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“ - განაცხადა ზვიად მხეიძემ. მერობის კანდიდატმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: დავით მიქიაშვილი, ზაალ მეტრეველი, დავით გოგსაძე, ნინო ჯოხაძე, მერაბ ჩიტალაძე, მურმან ქველიძე, მაია კაციტაძე, სოსო ჭელიძე, დავით ხუციშვილი, ბაკურ სანთელაძე.