გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ონიანი: ერთობლივი მუშაობით ლენტეხისთვის წარმატების მოტანას შევძლებთ

5-09-2021

,,ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმატებაში ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს, ბუნებრივი და ადამიანური რესურსი, ასევე რაიონის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც  ჩვენთვის წარმატების საწინდარია. რა თქმა უნდა, არის პრობლემები, რომლის გადაჭრაც აუცილებელია, თუმცა, მჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით ლენტეხისთვის წარმატების მოტანას შევძლებთ.'' განაცხადა ,,ქართული ოცნების'' ლენტეხის მერობის კანდიდატმა გიორგი ონიანმა წარდგენაზე.

მერობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა  ,,ქართულ ოცნებას'' და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ რთული გადაწყვეტილების მიღების დროს მის  გვერდით იდგა.

„დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩემს გვერდით, დიდი შემართებით  გაერთიანდა ადამიანების გუნდი. ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა მმართველი პარტიის მხრიდან.  ჩვენი რაიონი უნდა განვითარდეს  ტურისტული მიმართულებით, ხელი უნდა შეეწყოს მცირე თუ კერძო სამეწარმეო საქმიანობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხების გადაჭრას შევძლებთ.  მაქვს სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება. წარმატების საწინდარი არის სწორი მენეჯმენტი და გუნდური მუშაობა. ვეცდებით თქვენი იმედები გავამართლო და ერთად მივაღწიოთ იმ წარმატებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მუდამ ვიქნები თითოეული ოჯახის გვერდით, მათ ჭირსა და ლხინს  გავიზიარებ.

წარმოგიდგენთ საკრებულოს მაჟორიტარობის  კანდიდატებს: ირაკლი ქურასბედიანი, გურამ ჩანქსელიანი, კახა ლიპარტელიანი, დალი ტვილდიანი, ბერდია ზურაბიანი, ზურაბ ონიანი, სოსო ავალიანი.'' განაცხადა ,,ქართული ოცნების'' ლენტეხის მერობის კანდიდატმა.