გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში, ბარცხანის ხიდის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

5-09-2021

ბათუმში .. ბარცხანის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები წინსწრებით სრულდება და რამდენიმე დღეში სატრანსპორტო მიმოსვლა სრულად აღდგება.

ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები, პანდემიის მიუხედავად არ შეფერხებულა და პროექტების განხორციელება დინამიურად მიმდინარეობს.


,,პანდემიის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტები  შეუფერხებლად მიმდინარეობს.


ბათუმში, ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა და ერთ კვირაში მთლიანად დასრულდება. უკვე  დასრულდა გოგოლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია.


მნიშვნელოვანია, რომ მერიის სამსახურების და კონტრაქტორი კომპანიების ერთობლივი კოორდინაციით  ყველა  პროექტი  დასრულდეს შესაბამის ვადებში და ხალხს მაქსიმალურად გაუადვილდეს გადაადგილება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება ხიდის ბურჯებისა და კონსტრუქციის გამაგრება, ტროტუარების მოწყობა, მოაჯირებისა და ასფალტის საფარის შეცვლა. უკვე დასრულდა გოგოლის ქუჩისა და ხიდის სრული რეაბილიტაცია.


სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 582 ათას ლარს შეადგენს.