გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პარლამენტში 2019 წლის 19–21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ინიცირებული „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულდა

6-09-2021

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 19–21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ინიცირებული „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა.

პროექტის თანახმად:

 

  • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 19-21 ივნისს ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე


  • ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა.

 

  • პირი, ვის მიმართაც გავრცელდება აღნიშნული ამნისტია,  ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.

 

კანონპროექტი ინიცირებულია ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ.

 

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხნაშვილმა განაცხადა, „ქართულმა ოცნება"  დადებულ პირობას, კანონპროექტის შემოდგომაზე მესამე მოსმენით მიღების თაობაზე, ასრულებს.

 

„როდესაც ჩატარდა ბრიფინგი შარლი მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩვენ მთელ რიგ სარეფორმო საკითხებს ბოლომდე მივიყვანდით, მათ შორის, ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა  19–21 ივნისის მოვლენებს და რომელიც ორი მოსმენით  უკვე მიღებული იყო, შემოდგომაზე  მესამე მოსმენით იქნებოდა მიღებული. „ქართულო ოცნების" გუნდი ამ პირობას ვასრულებთ", - აღნიშნა ანრი ოხანაშილმა.