გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მედეა ჯანიაშვილი: ჩვენი ამოცანა და მიზანია რაც შეიძლება სწრაფად და მდგრადად მოვახდინოთ ტურიზმის სექტორის აღდგენა

6-09-2021

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის 8 თვის განმავლობაში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 50 პროცენტზე მეტი შეადგინა და 500 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ამ მაჩვენებელმა, 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 26 პროცენტი და 96 პროცენტი შეადგინა.

 

„ჩვენი ამოცანა და მიზანია რაც შეიძლება სწრაფად და მდგრადად მოვახდინოთ ტურიზმის სექტორის აღდგენა, რაც ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული. ერთის მხრივ ეს არის აქტიური მარკეტინგული კამპანია საერთაშორისო მიზნობრივ ბაზრებზე კონკრეტული ტურისტული პროდუქტის შეთავაზებით, მეორეს მხრივ ეს არის ტურიზმის კუთხით უსაფრთხო გარემოს შექმნა ქვეყანაში, რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორც ვაქცინაციაზე, ასევე რეგულაციების დაცვაზე.

ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ ავიაციის ტემპი ძალიან მაღალია 2019 წელთან შედარებით და ასევე აღსანიშნავია, რომ შეინიშნება ვიზიტორთა მატება“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.


საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენის დინამიკის ტენდენციები ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დღეს გააცნო. 2021 წლის 8 თვის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მილიონ საერთაშორისო მოგზაურზე მეტს უმასპინძლა.