გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

NDI ადგილობრივი არჩევნების შეფასების მცირე ზომის გრძელვადიან საერთაშორისო მისიას იწყებს

6-09-2021

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შეფასების გრძელვადიანი, საერთაშორისო, მცირე ზომის მისიის დაწყება დააანონსა. შეფასების მისიას წინ უძღოდა NDI-ის მაღალი დონის შეხვედრების სერია, რომლის მიზანიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო. ამასთან, შეხვედრების დროს ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში ჩართული ყველა მხარე დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების პრინციპებს დაიცავს.


NDI-ის გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი სამი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და მათი ქართველი თანაშემწეებისგან შედგება. გუნდი არჩევნებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკვანძო საკითხს შეისწავლის, მათ შორის: საარჩევნო კამპანიის პროცესი, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო გარემო, გენდერისა და ინკლუზიის საკითხები, აგრეთვე, კოვიდ-19-ის გავლენა არჩევნებზე. მომავალი თვეების განმავლობაში, NDI აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო პროცესების გაძლიერებაში და რეკომენდაციების შემუშავებისას გრძელვადიანი ანალიტიკოსების მიგნებებს დაეყრდნობა.


გრძელვადიანი ანალიტიკოსები თბილისში 4 და 5 სექტემბერს ჩამოვიდნენ და საქართველოში კენჭისყრის დღის ჩათვლით დარჩებიან. საქართველოში ყოფნის პერიოდში ისინი სოციალურ დისტანციასა და კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ყველა სხვა ზომას დაიცავენ. NDI-ის საერთაშორისო მცირე ზომის მისია საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს.


პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.