გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თავდაცვის სამინისტროში შიდა აუდიტის ტრენინგები მიმდინარეობს

7-09-2021

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შიდა აუდიტის ტრენინგები დაიწყო. ღონისძიების გახსნა მონაწილეებს დისტანციურად საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორმა როზარია პუგლისმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ და ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის კოორდინატორმა ბენედიქტ მორელმა მიულოცეს და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. ტრენინგები დისტანციურად ჩატარდება, რომელსაც 20 სხვადასხვა საჯარო უწყების შიდა აუდიტორი დაესწრება. ტრენინგები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმის მიხედვით მიმდინარეობს.


მისი მიზანი საჯარო სექტორში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბება და მათი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაა. ტრენინგს დისტანციურად დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის რჩევით მოწვეული ექსპერტი, ჯონ ჩეშიერი უძღვება, რომელიც სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს შიდა აუდიტის თანამედროვე მიდგომებზე და საქმიანობის ღირებულების გაზრდის მეთოდებზე ესაუბრება. კურსი ტრენერთა მომზადების კომპონენტსაც მოიცავს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შიდა აუდიტის ერთეულების წარმომადგენლები ტრენინგის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. შიდა აუდიტის ტრენინგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად დაიწყო და ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების (BI) პროგრამის მხარდაჭერით, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით მეშვიდედ ტარდება.